ალექსანდრ სტავრევი
Aa
Aa

საქართველო VS შოტლანდია - ცნობილია მსაჯების ვინაობა

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს.

მატჩის წინ, უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებას მოემსახურებიან.

მთავარი არბიტრი ალექსანდრ სტავრევი იქნება. გვერდითა მსაჯები კუშტრომ ლიკა და დეიან კოსტადინოვი, ხოლო მეოთხე მსაჯი კი ივანა პროიკოვსკა.

ცნობისთვის, სტავრევმა კარიერაში „ჯვაროსნების“ მატჩი ორჯერ იმსაჯა. პირველად ეს 2007 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიეტუვის წინააღმდეგ მოხდა, ხოლო მეორედ 2022 წელს ამხანაგურ მატჩში ბოსნიასთან.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდს სატურნირო ცხრილში 7 ქულა აქვს ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 16 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - მაცარი ნაპოლის მწვრთნელია
ოფიციალურად - მაცარი ნაპოლის მწვრთნელია