ლევანტე, გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი: “საქართველოში პოპულარული არ ვარ, აქ ყველას ხვიჩა უყვარს“

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ თავი ჩინებულად დაიმკვიდრა. ქართველი ფეხბურთელი გამოცემა Cope-ს ბევრ სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

გასული სეზონის შესახებ:

„როდესაც სარეზერვო გუნდში ვიყავი პანდემიის დროს, რამდენჯერმე პირველ დივიზიონში მომიწია თამაში და გულშემატკივრებისგან მხარდაჭერა არ მიგრძნია, რადგან ისინი სტადიონზე არ იყვნენ. არ ველოდი, რაც შემდეგ წელს მოხდა. ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტი იყო. ხალხს ჩემი გაკეთებული საქმე მოეწონა.“

„ლევანტეს“ პირველ გუნდში გადასვლა:

„როდესაც პირველ გუნდში გადავედი, წარმოვიდგენდი, თუ როგორ გამქონდა გოლი და როგორ ვზეიმობდი გულშემატკივრებთან ერთად. ზოგჯერ ბევრი რამ კარგად არ ხდებოდა და ტრავმებს ვიღებდი, მაგრამ „კასტელონში“ თამაშმა თავდაჯერება შემმატა და ახლა ბედნიერი ვარ.“

კომფორტული პოზიცია მოედანზე:

„მომწონს ბურთთან ერთად თამაში. რა თქმა უნდა უბურთოდაც შემიძლია, მაგრამ კომფორტის ზონა ბურთთან ერთად ყოფნაა. საქართველოში 6-იანზე დავიწყე თამაში, მაგრამ ეტაპობრივად პოზიცია შემიცვალეს. მინდა ვიყო ფეხბურთელი, რომელიც თანაბრად ეხმარება შეტევას და დაცვას. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის გავაუმჯობესო ყველაფერი. თუ ასარჩევად მექნება საქმე, 8-იანის პოზიციას ავირჩევ, რადგან ასე ყველგან ვიქნები.“

გოლი მირანდესის კარში:

„თამაშების წინა დღეს, ყოველთვის ვვარჯიშობთ ჯარიმების დარტყმაში. ჩემი თანაგუნდელებიც კარგად ურტყამენ. ბოლო წლებში ბევრს ვვარჯიშობდი და თავდაჯერება შემემატა. ჯარიმის დანიშვნის შემდეგ, პაბლოს ვუთხარი, რომ თავდაჯერებული ვიყავი და მე დავარტყამდი. ჩვენ ყველას შეგვიძლია ჯარიმის დარტყმა, მაგრამ იმ მომენტში ვინც ყველაზე თავდაჯერებული იყო იმას უნდა დაერტყა. ეს დიდი ფუფუნებაა.“

მეგობრობა მამარდაშვილთან:

„როცა დრო გვაქვს, ვცდილობთ ერთად ვიყოთ. ხშირად ასე არ ხდება, მაგრამ ნაკრებში 10 დღეს ერთად ვატარებთ. ესპანეთთან თამაში გველის და ვეცდებით კარგად ვითამაშოთ.“

კვარაცხელია და პოპულარობა საქართველოში:

„არა მე ჩემს ქვეყანაში პოპულარული არ ვარ. აქ ყველას კუმირი კვარაცხელიაა. ის დიდებული ფეხბურთელია. მე უბრალოდ ვარ და ვიქნები თავმდაბალი მოთამაშე. ჩემთან ჩემი მეგობრები მოვიდნენ, რომლებიც სიუტატსა და კასტილიაში წავიყვანე. ქუჩაში ხალხი მაჩერებდა და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. აქ უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ, ვიდრე საქართველოში.“

ქოჩორაშვილის გოლი „მირანდესის“ კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარასა და რასპადორის 1 მომენტიც ეყოთ - ბონუჩი ნაპოლისთან მატჩზე
კვარასა და რასპადორის 1 მომენტიც ეყოთ - ბონუჩი ნაპოლისთან მატჩზე