ბაიერნი, ჰარი კეინი
Aa
Aa

ბაიერნს კეინის სასტუმროში ცხოვრება მილიონი ევრო დაუჯდა

ჰარი კეინი მიუნხენის „ბაიერნს“ ბრწყინვალედ მოერგო და მისით მიუნხენში ძალიან ამაყობენ. ბრიტანული გამოცემა The Sun კი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ ჰარის ოჯახი ჯერ კიდევ არ გადასულა მიუნხენში საცხოვრებლად, რის გამოც ინგლისელი თავდამსხმელი ჯერ კიდევ სასტუმროში ცხოვრობს.

წყაროს ცნობით, „რეკორდმაისტერს“ კეინის სასტუმრო ტრანსფერიდან დღემდე, 1 მილიონი ევრო დაუჯდა. „დეზების“ ყოფილი შემტევი საკმაოდ ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობს, სადაც ერთი ღამის ღირებულება 10 000 ევრო გახლავთ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კეინის ოჯახი გერმანიაში გადავა საცხოვრებლად, ფეხბურთელი აპარტამენტს იქირავებს. მას უკვე შერჩეული აქვს 8 საძინებლიანი სახლი, რომელსაც შიდა და გარე აუზი, სპა და სახლის კინოთეატრი აქვს. როგორც ცნობილი ხდება, „ბაიერნს“ თვეში 70 000 ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კეინი მიუნხენურ გრანდს მიმდინარე წლის ზაფხულში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღემდე, ჰარიმ „რეკორდმაისტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიმიტრიევსკი: “მე და ვინისიუსს ერთმანეთი არ გვინახავს“
დიმიტრიევსკი: “მე და ვინისიუსს ერთმანეთი არ გვინახავს“