გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბუნდოვანი პერსპექტივა და მარცხენა ფლანგი | რას წერს Voetbal International-ი მიქაუტაძეზე

 „აიაქსის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის მომავალი ნიდერლანდური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. რამდენიმე საათის წინ, ახალგაზრდა თავდამსხმელზე ავტორიტეტულმა Voetbal International-მა დაწერა და ამსტერდამულ კლუბში მის პერსპექტივას ბუნდოვანი უწოდა.

„თუ ბერგვაინმა აიაქსი დატოვა, არსებობს ალბათობა, მიქაუტაძეს მარცხენა ფლანგზე შანსები გაუჩნდეს. მეცში დაბრუნება, რომელზეც ფრანგულ პრესაში დაიწერა, ჯერჯერობით ვარიანტი არაა. მიქაუტაძის პერსპექტივა ბუნდოვანია, სანამ გუნდში ბრაიან ბრობი და ჩუბა აკპომი არიან“.

შეგახსენებთ, რომ „მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერინმა ფრანგულ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი კლუბი მიქაუტაძის დასაბრუნებლად მზადაა. „მეცში“ „აიაქსის“ გადაწყვეტილებას ელოდებიან და სერინის თქმით, ამსტერდამელთა სურვილის შემთხვევაში, გარიგებაზე თანხმობას იტყვიან.

ცნობისთვის, ნიდერლანდების ჩემპიონატის გასულ ტურში, „აიაქსი“ „ჰერენვენს“ დაუპირისპირდა და 4:1 იმარჯვა. მიქაუტაძემ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მისმა კონკურენტებმა კი თავი გამოიჩინეს. ბრაიან ბრობიმ გოლი გაიტანა, ხოლო ჩუბა აკპომმა დუბლი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს