ილია სულამანიძე
Aa
Aa

მარცხი ფინალში - ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მესამე მედალი მოიპოვა.

-100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე ფინალურ ბრძოლაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოციევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ იპონით დამარცხდა, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე სულამანიძემ ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ პიტერ პალჩიკს მოუგო, 1/4 ფინალში ავსტრიელ აარონ ფარა დაამარცხა, 1/8 ფინალში კი გერმანელი ლუის მაი გამოთიშა ასპარეზობას. საგულისხმოა, რომ სულამანიძისთვის ეს პირველი ევროპული მედალია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია. ილია სულამანიძის გარდა, ვერცხლის მედლები ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ.) და ლაშა ბექაურმა (-90) მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს გარანტირებულად ექნება მე-4 მედალი, თუმცა, ეს მედალი ოქროს სინჯსის იქნება თუ ვერცხლის, ამას რამდენიმე წუთში მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გაარკვევს, რომელიც ტურნირზე ფინალურ ბრძოლას რამდენიმე წუთში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები