გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი, გიორგი სარდალაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ლაშა ბექაური, ნინო გულბანი, ეთერ ასკილაშვილი, მარიამ ჭანტურია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი | ქართველი ჯუდოკების პირველი მეტოქეები ცნობილია

3-5 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ახლახან, წილისყრის ცერემონიალი ჩატარდა და ქართველმა ჯუდოკებმა თავიანთი პირველი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

ქალი ჯუდოკების მეტოქეები

-57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე რაუნდში კი ადრიანა სალვადორ როდრიგესს ან რუს ქსენია გალიცკაიას დაუპირისპირდება. -63-ში, ეთერ ასკილაშვილი პირველ შეხვედრას ფლავია ფავორინის წინააღმდეგ გამართავს. -70-ში, ნინო გულბანის პირველი მეტოქე ალექსანდრა სამარჯიჩი იქნება, მარიამ ჭანტურია შაბინა გერჩაკს გაეჯიბრება. +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას მეორე რაუნდიდან დაიწყებს და რენე ლუხტისა და ჰელენა ვუკოვიჩის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ვაჟი ჯუდოკების მეტოქეები

-60 წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილი პირველ რაუნდში დაისვენებს, მეორეში კი რუს რამაზან აბდულაევს ან ავსტრიელ დანიელ ლეუტგებს შეხვდება. -66-ში, ვაჟა მარგველაშვილი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეორე რაუნდიდან დაიწყებს და რუს მურად ჩოპანოვს ან მოლდოველ რადუ იზვორეანუს შეხვდება

-73-ში, საქართველოს ნაკრები ორი ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი. ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში არ იჭიდავებს, მეორე რაუნდში კი აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს ან ფინელ ტურპალ ჯუკაევს შეხვდება. ასევე მეორე რაუნდიდან დაიწყებს გიორგი ტერაშვილი და რუმინელ ალექსანდრუ რაიკუს ან რუს დანილ ლავრენტევს დაუპირისპირდება.

-81-ში, ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო მეორე რაუნდში სიბღატულა არაბს შეხვდება. -90-ში, ლუკა მაისურაძის პირველი მოწინააღმდეგე თურქი მიჰაელ ზგანკი იქნება, ლაშა ბექაური კი მურად ფატიევს გაეჯიბრება. -100-ში, ილია სულამანიძე პირველ რაუნდში დაისვენებს, მეორე წრეში მისი მეტოქე გერმანელი ლუის მაი ან მოლდოველი იური მოკანუ იქნება. +100-ში, გურამ თუშიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და ბრიტანელ ვესლი გრინიჯს ან გერმანელ ერიკ აბრამოვს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდის მთავარი პრობლემა და გადამწყვეტი ფეხბურთელები | ჯაკერინიმ კვარა გამოარჩია
გუნდის მთავარი პრობლემა და გადამწყვეტი ფეხბურთელები | ჯაკერინიმ კვარა გამოარჩია