გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ჩელსის სკაუტები სან მამესზე იყვნენ - მამარდა კვლავ ყურადღების ცენტრშია

უკვე არაერთმა გავლენიანმა სააგენტომ დაწერა, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლონდონის „ჩელსის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. „არისტოკრატები“ ქართველი გოლკიპერის შეძენას გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდნენ, თუმცა, შეთანხმება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შედგა.

ესპანური და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების მიუხედავად, ლონდონელების მხრიდან, მამარდაშვილის მისამართით ინტერესი არ გამქრალა და „ჩელსის“ ხელმძღვანელები 22 წლის მეკარეს აქტიურად აკვირდებიან. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი ესპანური სააგენტო Blanquinegres-ი წერს, რომ გუნდის სკაუტები გასულ კვირას სან მამესზეც იმყოფებოდნენ, სადაც გიორგი მამარდაშვილის თამაშს აკვირდებოდნენ.

რა წერია სტატიაში:

„ჩელსი“ რობერტ სანჩესის შემცვლელს ეძებს, რადგან ესპანელი მეკარე არადამაჯერებლად გამოიყურება და მიმდინარე სეზონში ჩატარებული 11 მატჩიდან გოლი თითქმის ყველა შეხვედრაში გაუშვა. მამარდაშვილი კი გასულ ზაფხულს მარკეტინგულად ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სახელი იყო. „ვალენსიას“ და უფრო კონკრეტულად მისი მფლობელის, პიტერ ლიმის მიზანი მისი გაყიდვა იყო, თუმცა, თავად ფეხბურთელს მისდა გასაკვირად შეთავაზებები მოსალოდნელი რაოდენობით არ მისვლია.

შემდეგ სეზონში მამარდაშვილი კვლავ იქნება ერთ-ერთი მთავარი გვარი, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე იქნება. ამავდროულად, ქართველს კვლავ აკვირდებიან „ჩელსის“ სკაუტები და ისინი, გასულ კვირას ბილბაოში, „სან მამესზეც“ იმყოფებოდნენ, სადაც გიორგი მამარდაშვილის თამაში ახლოდან კიდევ ერთხელ ნახეს.

საგულისხმოა, რომ „ატლეტიკისა“ და „ვალენსიას“ მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა, გიორგი მამარდაშვილმა 5 სეივი შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი კი ტურის საუკეთესო სეივებს შორის მე-2 ადგილზე გავიდა. ამ მატჩში, ქართველი მეკარე ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
53-მატჩიანი სერია სრულდება? - მამარდამ შეიძლება შემდეგი მატჩი გამოტოვოს
53-მატჩიანი სერია სრულდება? - მამარდამ შეიძლება შემდეგი მატჩი გამოტოვოს