პეპ გუარდიოლა, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

გუარდიოლა დე ბრუინის შემცვლელად მუსიალას უმიზნებს

პეპ გუარდიოლას კევინ დე ბრუინის შემცვლელად ჯამალ მუსიალას შეძენა სურს.

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ გერმანელი ნახევარმცველი ერთ-ორ წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 10-იანი გახდება. ესპანელ სპეციალისტს კევინ დე ბრუინის მემკვიდრედ მუსიალას გაფორმება სურს. ინფორმაციას Abendzeitung-ი ავრცელებს.

ნახევარმცველის მიმართ ინტერესს „ლივერპულიც“ იჩენს, თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯამალის „წითლებში" გადასვლის ალბათობა ძალიან დაბალია.

მუსიალას მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2026 წლამდეა გათვლილი და პირველი, რასაც ფეხბურთელი განიხილავს, მიუნხენურ კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებაა. მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია.

აღსანიშნავია, რომ ჯამალს სურს გახდეს „ბაიერნის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე. ახლა ის წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ევროს იღებს, ხოლო ჰარი კეინს, ლეროი სანეს და ჯოშუა კიმიხს ხელფასი დაახლოებით 20 მილიონი აქვთ.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 20 წლის ნახევარმცველმა 5 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსის ისტორიული ანტი-რეკორდი
აიაქსის ისტორიული ანტი-რეკორდი