ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

„ლეაუს მხოლოდ ერთი ისარი აქვს, კვარა უფრო მრავალფეროვანია“ - იტალიელი ჟურნალისტი

მილანური ტელეარხის, Telelombardia-ს დირექტორმა, ფაბიო რავეცანიმ „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა. რავეცანიმ ორივე გუნდის გარემარბები, ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ ერთმანეთს შეადარა და „კვარა“ პორტუგალიელზე წინ დააყენა.

„მილანი ნაპოლისთან მატჩს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხვდება. ორი მძიმე მარცხის შემდეგ, გუნდში დაძაბული ატმოსფეროა შექმნილი, თუმცა სტეფანო პიოლიმ გვაჩვენა, რომ ასეთ რთულ მომენტებში, ზეწოლასთან გამკლავება შეუძლია და გასული წლის ზამთარი ამის დასტურია. როსონერის დელიკატური მომენტი უდგას და წლებია, ცენტრფორვარდის პრობლემა აქვს. იბრას შემდეგ, ოლივიე ჟირუ გაიფორმეს, რომელიც მისი შემცვლელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ძირითადი შემადგენლობის წევრია და ეს ფაქტი სერიოზული პრობლემაა.

წლებია რაფაელ ლეაუს საუკეთესო ფორმას ველოდებით, მაგრამ ამ მომენტისთვის, ის საკუთარი ქვეყნის ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდება. მას მშვილდში მხოლოდ ერთი ისარი აქვს, კვარაცხელია კი უფრო მრავალფეროვანი და კონკრეტულია. ამ ორს შორის, ქართველს უფრო ავირჩევდი, არადა, ლეაუს ყოველწლიური ხელფასი 7 მილიონი ევროა. მზადაა მილანი რომ კვარა შეაჩეროს? პიოლიმ აჩვენა, რომ კონკრეტული ფეხბურთელების შეჩერება უჭირს. დერბიში მარკუს ტურამს ვერაფერი მოუხერხა, იუვენტუსთან მოიზე კინთან მიმართებით იგივე მოხდა. გუშინ, მბაპე იმას აკეთებდა, რაც უნდოდა. არ მგონია, პიოლის ესმოდეს, კვარაცხელიასთან რა გამოცდა ელის“.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 29 ოქტომბერს, კვირას გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება. „პარტენოპეი“ მასპინძლის სტატუსით იქნება და გასულ სეზონში, საკუთარ კედლებში 0:4 წაგებული მატჩის გამო, რევანშის აღებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა სერიოზული პროფესიონალია, ლეაო მშიშარაა, ბალოტელის ჰგავს“
„კვარა სერიოზული პროფესიონალია, ლეაო მშიშარაა, ბალოტელის ჰგავს“