დიდი ცვლილებები მსოფლიო რაგბიში | ახალი ტურნირი დამტკიცებულია
Aa
Aa

დიდი ცვლილებები მსოფლიო რაგბიში | ახალი ტურნირი დამტკიცებულია

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რაგბის სამყაროში დიდი ცვლილებები გველოდება. დღეს, პარიზში, მსოფლიო რაგბის საბჭოს სხდომა გაიმართა და რაგბის მმართველი ორგანოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელმა პირებმა ახალ ტურნირს მხარი დაუჭირეს.

პროექტის გასაშვებად ხმების 75 პროცენტის მიღება იყო საჭირო. საბჭოში სულ 51 წევრი შედის და 41-მა მათგანმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგ წავიდა. ამრიგად, 2026 წლიდან, რაგბიში ახალი ტურნირი, „ერთა ჩემპიონატი“ გაეშვება, რომელიც ივლისისა და ნოემბრის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას „ექვსი ერისა“ და „რაგბი ჩემპიონშიპის“ ქვეყნები მიიღებენ, რომლებსაც იაპონია და ფიჯი შეუერთდებიან. 2030 წლამდე, „ერთა ჩემპიონატზე“ აღზევება/გავარდნის სისტემა არ იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ 2030 წლამდე საქართველოს ნაკრებს „ერთა ჩემპიონატზე“, ელიტარული მეტოქეების წინააღმდეგ თამაშის საშუალება არ ექნება.

როგორც აღვნიშნეთ, ეს ტურნირი ივლისისა და ნოემბრის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. შესაბამისად, „ბორჯღალოსნებს“ ტიერ 1-ის ქვეყნებთან ტესტ-მატჩების გამართვის საშუალებაც არ მიეცემათ და სარაგბო ცენტრისგან ძალიან შორს იქნებიან. მსოფლიო რაგბის ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება რაგბის პოპულარიზაციას უდიდეს დარტყმას მიაყენებს და ამ სპორტს მოკლავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლიტანო არ იქნება, კვარას როლს შეუცვლის | რუდი გარსიას ექსპერიმენტები?
პოლიტანო არ იქნება, კვარას როლს შეუცვლის | რუდი გარსიას ექსპერიმენტები?