რუდი გარსია
Aa
Aa

„გვინდა, ის ქულები ავიღოთ, რომელიც რეალთან დავკარგეთ“ - გარსიას და ჟელინსკის პრესკონფერენცია

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა გარსიამ:

უნიონ ბერლინს კარგი უახლესი ისტორია აქვს, რადგან მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსვლის შემდეგ მათ მალევე მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება. შარშან შესანიშნავი ჩემპიონატი ჰქონდათ. როგორც ახლა, ისე გასულ წელს სეზონის კარგი სტარტი ჰქონდათ და საბოლოოდ, ტურნირზე კვალიფიცირდნენ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნამდვილად დაიმსახურეს. ახლა ყველაზე მეტად მათი აწმყო მაინტერესებს. ეს გუნდი კარგად შევისწავლეთ. ახლა რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ზოგიერთს პირადად ვიცნობ, მაგალითად ბონუჩის, მაგრამ ასევე ფრანგების შესახებაც ბევრი რამ ვიცი.

ვფიქრობ, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად მზად ვართ. არ არის საჭირო მწვრთნელმა განსაკუთრებული მოტივაცია მოითხოვოს ისეთი დონის ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. გათამაშება „ბრაგასთან“ გამარჯვებით დავიწყეთ, შემდეგ „რეალთან“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ქულები ვერ მოვიპოვეთ, ხვალ კი მიზანი იმ ქულების მოპოვებაა, რომელიც წინა ტურში დავკარგეთ.

სერია A-ს ბოლო ტურში, „ვერონას“ წინააღმდეგ ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. არასდროს არის მარტივი დღის სამ საათზე გახვიდე და ისეთი თამაში ჩაატარო, როგორიც ჩვენ ვაჩვენეთ, ასევე, ჩემპიონთა ლიგამდე 3 დღით ადრე. კმაყოფილი ვარ, რადგან მოედანზე ჩვენი საქმე გავაკეთეთ და გავიმარჯვეთ. ახლა ეიფორიის დრო არ არის, ხვალ განსხვავებული სურათი იქნება, რომელშიც ყველაფერი უნდა ჩავდოთ. „უნიონს“ კონტრშეტევებზე უპირატესობა ექნება, რომლის წინააღმდეგაც ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან პიოტრ ჟელინსკიმაც ისაუბრა:

გუნდი კარგად მუშაობს. მილანთან მატჩზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ.

კონტრაქტის გახანგრძლივება? ამაზე ჩემი აგენტი მუშაობს, ეს მე არ მაინტერესებს და ახლა მხოლოდ ხვალინდელ და უახლოეს თამაშებზე ვფიქრობ. პრეზიდენტთან საუბრით ჩვეულებრივზე მეტად კმაყოფილები ვიყავით. ის მთელ გუნდს გვესაუბრა და ერთმანეთს ისეთი რამ ვუთხარით, რაც გასახდელში რჩება. კარგია, რომ პრეზიდენტი მუდამ ჩვენს გვერდით არის და მუდამ გვეხმარება.

ვარ თუ არა ლიდერი? ვფიქრობ, როდესაც კლუბში 7 წლის განმავლობაში ჩერდები, ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდები. როდესაც მოედანზე ვარ, გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს გავცემ. როდესაც გუნდი იგებს, ბედნიერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, გოლს გავიტან, თუ საგოლე პასს გავაკეთებ, მთავარი კარგად თამაში გამარჯვებაა. როდესაც მოედანზე ვარ, თავს ნამდვილად ერთ-ერთ ლიდერად ვგრძნობ. ნებისმიერი მოთამაშე, რომელსაც ამ გუნდის მაისური აცვია, ამას უნდა გრძნობდეს და პასუხისმგებელი იყოს შედეგებზე.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის „უნიონისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 24 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტსახელად კვარადონა ტყუილად არ შეურქმევიათ“ | უნიონ ბერლინის ფეხბურთელი ხვიჩაზე
„მეტსახელად კვარადონა ტყუილად არ შეურქმევიათ“ | უნიონ ბერლინის ფეხბურთელი ხვიჩაზე