საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

საგოლე გადაცემა - ლობჟანიძის მორიგი კარგი მატჩი MLS-ში

MLS-ში გამთენიისას რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. საბა ლობჟანიძის“ „ატლანტა იუნაიტედი“ პირველადგილოსან „ცინცინატის“ ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა.

საბა სასტარტოში იყო და მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ქართველმა შემტევმა მე-12 წუთზე გიაკუმაკისს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში გაიხსნა.

საბას გატანა თავადაც შეეძლო, თუმცა მეკარემ აჯობა. ლობჟანიძემ მონაწილეობა მეორე საგოლე შეტევაშიც მიიღო.

შეხვედრა საბოლოოდ, ფრედ 2:2 დასრულდა. საბა 63-ე წუთზე შეცვალეს. მან გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო - 7.6.

ორივე გუნდს პლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს. „ატლანტა იუნაიტედმა“ რეგულარული სეზონი მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

რაც შეეხება საბას, მის ანგარიშზე 9 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება
დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება