მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

„ეს ყველაფერი საშინელი საყურებელია“ - სალაჰი ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე

„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელმა, მოჰამედ სალაქმა თავის სოციალურ ქსელებში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ღაზაში მიმდინარე პროცესებსა და ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

რას ამბობს სალაჰი:

მსგავს დროს, ყოველთვის რთულია ხმამაღლა საუბარი. ძალიან ბევრი გულისამაჩუყებელი სისასტიკე და ძალადობა ხდება. ბოლო კვირების ესკალაცია საშინელი საყურებელია. ყველა სიცოცხლე წმინდაა და დაცული უნდა იყოს. ეს პროცესები უნდა შეწყდეს, ოჯახი იშლება. ახლა, რაც ნათელია, არის ის, რომ ჰუმანიტარული დახმარება დაუყონებლივ უნდა მივიდეს ღაზაში. ხალხი იქ საშინელ პირობებშია, გუშინ, საავადმყოფოში არსებული სურათი საშინელი იყო. ღაზას მოსახლეობას სასწრაფოდ სჭირდება საკვები, წყალი და მედიკამენტები. მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, თავიდან აიცილონ უდანაშაულო სულების შემდგომი ხოცვა. კაცობრიობამ უნდა გაიმარჯვოს.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რის შემდეგაც ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიმ ბენზემა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში დაადანაშაულეს
კარიმ ბენზემა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში დაადანაშაულეს