ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„იანვარში ორმაგი ჩემპიონი გავხდები!“ - თოფურია ვოლკისა და მახაჩევის ბრძოლაზე

ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და ისლამ მახაჩევს შორის ჩანიშნულ ბრძოლას სოციალურ ქსელში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ეხმაურება, რომელშიც „მატადორი“ ავსტრალიელ მებრძოლს წარმატებას უსურვებს.

რას წერს თოფურია:

წარმატებებს გისურვებ. მიიღე მეორე ტიტულიც, მე კი იანვარში დაგანოკაუტებ და ორმაგი ჩემპიონი გავხდები.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ისლამ მახაჩევთან ტრავმირებული ჩარლზ ოლივეირა ჩაანაცვლა. შესაბამისად, ავსტრალიელ და რუს მებრძოლებს შორის მატჩ-რევანში 21 ოქტომბერს შედგება.

აქვე გეტყვით, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, ალექსანდერ ვოლკანოვსკის ქვემსუბუქ წონაში მორიგი საჩემპიონო ბრძოლა ილია თოფურიას წინააღმდეგ, 2024 წლის იანვარში უნდა გაემართა, თუმცა, მახაჩევთან ბრძოლის შემდეგ შეიცვლება თუ არა ბრძოლის ჩატარების თარიღი, ეს ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ქართველ და ავსტრალიელ მებრძოლებს შორის საჩემპიონო ორთაბრძოლამ შესაძლოა რამდენიმე თვით გადაიწიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატივი ეცი ჩემს სახელს!“ - დვალიშვილი სეხუდოს გამოწვევას დათანხმდა
„პატივი ეცი ჩემს სახელს!“ - დვალიშვილი სეხუდოს გამოწვევას დათანხმდა