გიორგი მამარდაშვილი, იან ობლაკი
Aa
Aa

ობლაკს ტრანსფერზე დააყენებენ | AS-ი ატლეტიკოს მამარდაშვილს უკავშირებს

ესპანურ პრესაში „ატლეტიკოს“ სატრანსფერო გეგმებზე აქტიურად იწერება. „როხიბლანკო“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და მეკარის პოზიცია ერთ-ერთია, რომელსაც ცვლილებები შეეხება. ცნობილი გაზეთის, AS-ის მიხედვით, მადრიდელები იან ობლაკს ტრანსფერზე დააყენებენ და მის სავარაუდო შემცვლელთა სიაში წამყვანი პოზიცია გიორგი მამარდაშვილს უკავია.

„ატლეტიკო მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და იყო ჭორები, რომ ცვლილებები მეკარის პოზიციასაც შეეხებოდა. იან ობლაკის გარშემო შექმნილი სიტუაცია ოდნავ შეიცვალა და ზაფხულში მისი ტრანსფერზე დაყენება გადაწყდა. მადრიდელები ეცდებიან, ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად საჭირო თანხა გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების გაყიდვით შეაგროვონ და ობლაკი მათ შორისაა. სხვადასხვა დროს, სლოვენიელ მეკარეს ბევრი მსურველი ჰყავდა, მაგრამ ატლეტიკო მის გაშვებაზე უარს ამბობდა. ახლა სხვანაირი ვითარება გვაქვს და მადრიდელები მზად არიან, შეთავაზებები მოისმინონ.

ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ობლაკსაც აქვს და იცის, ატლეტიკო რას აპირებს. მას პრემიერ ლიგა ყოველთვის მოსწონდა და ინგლისში გადასვლის სურვილი აქვს, თუმცა, მის პრიორიტეტებს შორის ატლეტიკოში დარჩენა და მადრიდელებთან ერთად წარმატების მიღწევაცაა.

ერთ-ერთი მეკარე, ვის მოყვანასაც ობლაკის სანაცვლოდ აპირებენ, გიორგი მამარდაშვილია. 23 წლის ქართველს ვალენსიაში საოცარი სეზონები ჰქონდა და არის შანსი, მესტალია ზაფხულში დატოვოს. მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა და ჩე გიორგის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონს მოითხოვს.

ატლეტიკო არაა ერთადერთი კლუბი, რომელიც მამარდაშვილს აკვირდება. მას კარგი რეპუტაცია აქვს და გიორგის გაშვებაზე ვალენსიაც თანახმაა, ოღონდ სასურველი თანხის მიღება სურს. 23 წლის მამარდაშვილი მხოლოდ მომავლის კი არა, აწმყოს გოლკიპერიცაა და არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც საკმარისი გამოცდილება აქვს და რომლის ფასიც 20-25 მილიონი იქნება“, - წერს ესპანური გამოცემა.

მეორე ესპანური გამოცემა, El Gol Digital-ი აცხადებს, რომ „მამარდა“ არის გოლკიპერი, რომელიც მადრიდელებს ყველაზე მეტად მოსწონთ და აპირებენ, „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებები დაიწყონ. „ღამურების“ პრეზიდენტს, პიტერ ლიმს გიორგის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან