ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, დავიდ გიონი
Aa
Aa

დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ბორდოს არასტაბილურობა გრძელდება

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში „გრენობლიმ’’ შინ „ბორდო’’ 2:0 დაამარცხა. ჟირონდელებმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს, ორი დათმეს და ერთი ფრედ ითამაშეს. მიმდინარე სეზონში დავიდ გიონის გუნდი არასტაბილურია.

„ბორდოში’’ ერთ-ერთი საუკეთესო ზურიკო დავითაშვილი იყო, 90 წუთი ითამაშა, Sofascore-მა 7,2 დაუწერა, ბურთს 68-ჯერ შეეხო, 46 პასი შეასრულა, 41 ზუსტი იყო (89 პროცენტი). ქართველი შემტევი მონდომებული იყო, ბურთს ხშირად ითხოვდა, თანაგუნდელებს ეხსნებოდა, ცენტრისკენ იწევდა და ბევრს მოძრაობდა, მცველებსაც აქტიურად ეხმარებოდა.

დავითაშვილმა კარისკენ სახიფათოდ სამჯერ დაარტყა, ორჯერ მეკარემ აუღო, ერთხელ კი ბურთი კარის ძელს მოხვდა.

13 ორთაბრძოლიდან (10 მინდორზე, 3 ჰაერში) 6 მოიგო (4 მინდორზე, 2 ჰაერში). ბურთი 13-ჯერ დაკარგა. დრიბლინგის 4 მცდელობიდან წარმატებული მხოლოდ ერთი იყო. ასევე, 2 საკვანძო გადაცემა შეასრულა.

8 ტურში „ბორდომ’’ 10 ქულა დააგროვა (3 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი), მე-12 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 8 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ლავალს’’ – 12 ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები