ენრიკო ფედელე, რუდი გარსია
Aa
Aa

ფედელე: რუდი გარსია თავხედია

სპორტულმა ანალიტიკოსმა და წარსულში საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და რუდი გარსია გააკრიტიკა.

„ნაპოლის ბრაგასთან გაუმართლა, ეს მატჩი არ იყო მოსაგები და გუნდს არც დაუმსახურებია, მაგრამ ამის გამო თავის ატკივება არ ღირს. შეცდომები კი აშკარაა და გამოსავალი უნდა მოძებნონ. თუ რაღაც არასწორად კეთდება და საქმე ცუდად მიდის, შენ კი როგორც მწვრთნელი დაჟინებით მოითხოვ, ძვირფასო გარსია - თქვენ თავხედი ხართ.

დღევანდელ ნაპოლის ზოგიერთ პოზიციაზე სამმაგი არჩევანი აქვს, მაგალითად ფორვარდის პოზიციაზე ოსიმენი, სიმეონე და რასპადორი თამაშობს. თამაში კი მხოლოდ ერთს შეუძლია.

გუნდში ასევე არიან ფეხბურთელები, რომლებიც ოქროს ფასად შეიძინეს და მათ საერთოდ არ იყენებენ. როგორც ხდება, რომ ამ სეზონში ახალ ფეხბურთელებს შორის არავინ თამაშობს?“.

- განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ იესპერ ლინდსტრიომი „ნაპოლიმ“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა და რუდი გარსია მას სათამაშო დროს არ აძლევს. დანიელი გარემარბი გუნდში ირვინგ ლოზანოს შემცვლელად მიიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თანხაზე შეთანხმდნენ - ბარსა კანსელუს სიტისგან გამოისყიდის
თანხაზე შეთანხმდნენ - ბარსა კანსელუს სიტისგან გამოისყიდის