ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

5 ცვლილება იქნება - სპალეტის გეგმები უკრაინასთან მატჩისთვის

იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდ.მაკედონიას ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

გამოცემა Football Italia წერს, რომ ლუჩიანო სპალეტი უკრაინასთან მატჩისთვის „სკუადრა აძურაში“ 5 ცვლილებას შეიტანს.

Football Italia:

„ჩრდ.მაკედონიასთან სპალეტიმ პოლიტანო და მანსინი დააყენა და დიდი ალბათობით უკრაინასთან მათ ვერ ვიხილავთ. მომავალ მატჩში მარჯვენა გარემარბად ნიკოლო ძანიოლო მოიაზრება, ხოლო ცენტრალურ დაცვაში მანსინი სკალვინიმ უნდა შეცვალოს.

თუმცა სავარაუდოდ, სპალეტი უფრო მეტ ცვლილებას შეიტანს. კრისტანტეს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ლოკატელის ვიხილავთ. ასევე, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ სანდრო ტონალი პესინამ ან ფრატესიმ შეცვალონ.

არც ზაკანის აქვს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი. „ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა შესაძლოა მის ნაცვლად ჯაკომო რასპადორი დააყენოს.“

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ, იტალიის ნაკრებს 4 ქულა აქვს და ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინას იტალიაზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, ხოლო ინგლისს ორით. „სკუადრა აძურა“ უკრაინას 12 სექტემბერს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები