ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ნორვეგიის ფეხბურთელთა ნაკრები, იულიან რიერსონი
Aa
Aa

„ძალიან ძლიერია და მხოლოდ ასე შევაჩერებთ...“ - რიერსონმა ხვიჩაზე და საქართველოზე ისაუბრა

ნორვეგიის ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელმა, იულიან რიერსონმა ნორვეგიულ მედიასთან საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და ჩვენი გუნდის რიგებიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

25 წლის მცველს ამ დროისთვის მცირე ტრავმა აწუხებს და იმედი გამოთქვა, რომ სამშაბათს გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

რას ამბობს რიერსონი:

ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმის გამო სარეაბილიტაციო პროცესს გარკვეული დრო სჭირდებოდა, ახლა კი სწორ გზაზე ვარ. მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. თამაშამდე ორი დღე დაგვრჩა და იმედი მაქვს, ბოლომდე გამოჯანმრთელებას მოვასწრებ.

ესპანეთთან ასეთი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, მეტოქე საკმაოდ ძლიერია. თუ ვითამაშებ, ჩემს წინ ხვიჩა კვარაცხელია იდგება, რომელიც ნამდვილად კარგი მოთამაშეა. მას მეტსახელი - კვარადონა სწორედ ამის გამო შეარქვეს. მნიშვნელოვანია, რომ თავი კოლექტიურად დავიცვათ. ამის შემთხვევაში, მეტოქის ინდივიდუალისტებსაც შევაჩერებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება ოსლოში 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„KO 7:1: კვარაცხელია, იმ საქართველოს სიმბოლო, რომელიც იმპულსს კარგავს“
„KO 7:1: კვარაცხელია, იმ საქართველოს სიმბოლო, რომელიც იმპულსს კარგავს“