ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

„ნაპოლის პროექტის ცენტრში რატომ აღარაა?“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

იტალიელმა ჟურნალისტმა, უმბერტო კიარიელომ „ნაპოლის“ ბოლო შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც „პარტენოპეიმ“ „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართა და 1:2 დამარცხდა. კიარიელომ ნეაპოლელთა თავკაცი, რუდი გარსია გააკრიტიკა და ხვიჩა კვარაცხელიას 66-ე წუთზე გაყვანის გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა.

„55 წუთის განმავლობაში, ლამაზი ნაპოლი ვიხილე. ლაციომ ინიციატივის დათმობით გარისკა, მაგრამ გარსიას გუნდმა გოლი ვერ გაიტანა, შემდეგ კი სიბნელემ დაისადგურა. ლაციოს მეორე გოლის შემდეგ, როცა ანგარიში 1:2 გახდა, ნაპოლი გაიჭედა. პარტენოპეის ფლანგებზე და მოედნის ცენტრში პრობლემები შეექმნა. ნახევარდაცვა ვერ ახერხებდა, გამოზომილი პასები გაეკეთებინა და შეტევაში რამე მოეფიქრებინა. ერთადერთი გამოსავალი ოსიმენის მისამართით გაკეთებული გრძელი გადაცემები იყო.

ნაპოლის ფლანგებზე თამაში არ გადაჰქონდა და გარსიამ იმ ფეხბურთელთა გაყვანით, რომლებიც ფლანგებიდან უტევდნენ, შეცდომა დაუშვა. მეორე ნახევარი შემაშფოთებელი იყო, მაგრამ სიმშვიდის გამოჩენაა საჭირო, რადგან ნაპოლი ძლიერი გუნდია. თუმცა, კვარასთან მიმართებით პრობლემა არსებობს. რატომ აღარაა ნაპოლის პროექტის ცენტრში? ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს? ჩემთვის, აბსურდია, როცა აგებ და გაგყავს ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქის კარისკენ ყველაზე მეტი დარტყმა აქვს. მეორე ტაიმი ძალიან შემაშფოთებელი იყო და საკითხავია რატომ დაკარგა ნაპოლიმ უეცრად საკუთარი იდენტობა“.

შეგახსენებთ, რომ  3 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 16 სექტემბერს გამართავს და „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გელაშვილის დებიუტი და შეფასება | რა თქვა მისმა თავკაცმა და რა დაწერეს პრესაში?
გელაშვილის დებიუტი და შეფასება | რა თქვა მისმა თავკაცმა და რა დაწერეს პრესაში?