შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა

ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში „შტურმი“ „ალტახს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

სასიხარულოა, რომ ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ოთარ კიტეიშვილმა შეიტანა, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, „შტურმი“ გააქტიურდა. 63-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გაისროლა და ანგარიში გახსნა.

77-ე წუთზე კოლერმა წონასწორობა აღადგინა და „შტურმი“ ქულების დაკარგვის წინაშე დადგა. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიტეიშვილმა საგოლე პასი შეასრულა და ფუსეინის გაატანინა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „შტურმი“ 16 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგას ლიდერობს. შემდეგ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ქოვენთრისთან - ჩაკვეტაძე მეორე ტაიმში შევიდა
ფრე ქოვენთრისთან - ჩაკვეტაძე მეორე ტაიმში შევიდა