ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ემილიო ბუტრაგენიო
Aa
Aa

„კვარა და ოსიმენი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან“ | ბუტრაგენიომ ნაპოლიზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და კლუბის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. „ბლანკოსის“ ერთ-ერთი მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გახლავთ და ბუტრაგენიომ „პარტენოპეის“ სახიფათო ოპონენტი უწოდა.

„ნაპოლი ძალიან სახიფათო მეტოქეა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მათ უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელები ჰყავთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა მათი ბარიერი დავძლიოთ. ნაპოლისთან უაღრესად რთული მატჩები გველოდება. ოსიმენი და კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი ნაპოლის რიგებში თამაშობენ და არა - რეალში“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „რეალი“ C ჯგუფში მოხვდნენ. „სამეფო კლუბის“ გარდა, „კვარას“ გუნდის მეტოქეები „ბრაგა“ და „უნიონ ბერლინი“ არიან. იტალიელი ჟურნალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ „პარტენოპეის“ გაუმართლა, თუმცა მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინოს.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება და იტალიური პრესის ინფორმაციით, კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა: კვარა რეალის წინააღმდეგ, შახტარი ბარსასთან
ჩემპიონთა ლიგა: კვარა რეალის წინააღმდეგ, შახტარი ბარსასთან