ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილი ორივე გუნდში საუკეთესო იყო - კრემონეზეს პირველი გამარჯვება

იტალიის სერია B-ს მესამე ტურში „კრემონეზემ“ „ტერნანას“ სტუმრად 1:0 მოუგო და მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა მოიგო.

62-ე წუთზე „კრემონეზეს“ ლუკა რავანელი გაუძევეს, თუმცა 10-კაციანმა სტუმრებმა ზუსტად 3 წუთში მასიმო კოდას გოლით დაწინაურება შეძლეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე თავით ლოჩოშვილმა ითამაშა და კარისკენ სახიფათო დარტყმა შეასრულა, მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე კოდას ვეღარ აჯობა.

ლუკა ლოჩოშვილმა მოედანზე 90 წუთიც გაატარა. ქართველი საუკეთესო იყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში Sofascore-ის ვერსიით ყველაზე მაღალი (7.9) შეფასება მიიღო.

ლუკამ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 10-კაციანი „კრემონეზე“ დაცვაში უშეცდომოდ პირველ რიგში სწორედ ლოჩოშვილის დამაჯერებელი თამაშის გამო იდგა, რასაც ბალარდინის მატჩისშემდგომი კომენტარიც გამოხატავს.

„გრიჯოროსის“ 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ლიდერ „პარმას“ 5 ქულით ჩამორჩება. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო ტურში ანდრეა პირლოს გაწვრთნილ „სამპდორიას“ უმასპინძლებს. გენუელებმა 3-დან 1 მატჩი მოიგეს, მაგრამ ფედერაციის სანქციის (2 ქულა ჩამოაკლეს) გამო 1 ქულა აქვთ. თამაში 3 სექტემბერსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე" - არველაძე მიქაუტაძის ტრანსფერზე
“თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე" - არველაძე მიქაუტაძის ტრანსფერზე