ისევ ესპანელი?
Aa
Aa

ისევ ესპანელი? "ბაიერნი" მწვრთნელის პოსტზე ახალ კანდიდატურას განიხილავს

კარლო ანჩელოტის დათხოვნის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია. დასახელდა რამდენიმე ვარიანტი და გერმანული პრესა მათი პლიუს-მინუსების განხილვაშია.

დღეს, "რეკორდმაისტერის" შესაძლო თავკაცთა სიას კიდევ ერთი შეემატა. საუბარია "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელ ლუის ენრიკეზე.

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნის" წარმომადგენლებს ენრიკესთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ "ბლაუგრანა" გასული სეზონის ბოლოს დატოვა. მან, კატალონიელებთან ერთად პირველივე სეზონში ტრებლის მოგება შეძლო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 9 ტიტულია. ენრიკე "ბარსას" ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც წასვლის წინ, თავისი ბოლო "ელ კლასიკოს" მოგება მოახერხა.

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენელები ტომას ტუხელისა და იულიან ნაგელსმანის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. ჯერჯერობით კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას, "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ფრანგი ვილი სანიოლი ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები