ილიას ზუროსი
Aa
Aa

ზუროსი ავსტრალიასთან მატჩზე: „კარგი რეაქცია გვქონდა, ბოლომდე ვიბრძოლეთ“

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა. ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან 81:86 დამარცხდა და ბერძენმა სპეციალისტმა საკუთარი შეგირდების გამოსვლა შეაფასა.

„პირველ რიგში, მინდა, ჩვენს კალათბურთელებს მივულოცო. მათ ბოლომდე იბრძოლეს და მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ეს გვინდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ამ ტურნირზე პირველ შეხვედრას გავმართავთ და იმედი მაქვს, მზად და ჯანმრთელად ვიქნებით, რათა კარგად დავიწყოთ.

მსოფლიო რეიტინგის მესამე გუნდს ვეთამაშეთ და კმაყოფილი ვარ, რადგან მეორე ტაიმში სათანადო რეაქცია გვქონდა. უფრო მეტი კონცენტრაცია და სურვილი ვაჩვენეთ და კარგი ისაა, რომ ტრავმა არც ერთ კალათბურთელს მიუღია. ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი გუნდი მზად იქნება და საქართველოსთვის, და ხალხისთვის, ვინც ელოდება, რომ სიამაყის საფუძველს მივცემთ, საუკეთესო შედეგებს დავაფიქსირებთ“.

ავსტრალიასთან მატჩზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემაც ისაუბრა:

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით, 12:00-ზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. 28-ში, 15:30-ზე, სლოვენიას შევხვდებით, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 30-ში, 12:00-ზე, ვენესუელასთან გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები