ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები დასრულდა | დილა აპოელთან დამარცხდა

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. ანდრეი დემჩენკოს ბიჭები მე-3 რაუნდში, „აპოელთან“ დამარცხდნენ. საქართველოში 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ, „დილამ“ გოლი მეორე შეხვედრაშიც ვერ გაიტანა და 0:1 დამარცხდა.

დემჩენკოს ბიჭებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და მატჩის სტარტზე დომინირებდნენ, თუმცა სახიფათო მომენტის შექმნა უჭირდათ. გოლის გატანის პირველი შანსი „აპოელს“ მიეცა. ლაშა დვალის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, დალსიო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

30-ე წუთზე, გორელებს შესანიშნავი შანსი შეექმნათ. ტიერი გეილმა ბრწყინვალედ ითამაშა და კარგადაც დაარტყა, მაგრამ ვიდ ბელეცს ვერც ამჯერად აჯობა. პირველი ტაიმის დარჩენილ ნაწილში ბევრი არაფერი მომხდარა და შესვენებაზე ანგარიში 0:0 გახლდათ.

მატჩის ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე გავიდა. ვილიაფანესის ჩაწოდებით ნდონგალამ ისარგებლა და „აპოელი“ დააწინაურა. მიღებულმა ბურთმა „დილა“ ფსიქოლოგიურად გატეხა და გორელებს აღარაფერი გამოუვიდათ. „აპოელმა“ ორი მატჩის ჯამში, 3:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე „გენტს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „პოგონის“ ბარიერი დაძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კევინ დე ბრუინს ოპერაციას ჩაუტარებენ | 3-4 თვეს გამოტოვებს
კევინ დე ბრუინს ოპერაციას ჩაუტარებენ | 3-4 თვეს გამოტოვებს