გამოძიება დაწყებულია | ჩელსის შესაძლოა ქულები დააკლონ
Aa
Aa

გამოძიება დაწყებულია | ჩელსის შესაძლოა ქულები დააკლონ

პრემიერ ლიგამ გამოძიება დაიწყო და იკვლევს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, „ჩელსიმ“, რომან აბრამოვიჩის მმართველობის პერიოდში, ოფშორულ კომპანიებს მილიონები გადაუხადა. გამოძიების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მომხდარის შესახებ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასა და უეფას „არისტოკრატების“ ახალმა მფლობელებმა შეატყობინეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ოფშორული კომპანიებისთვის გადახდილი თანხა ტრანსფერებს უკავშირდება და ისინი „ჩელსის“ ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშში ასახული არაა. პრემიერ ლიგა გამოიძიებს კავშირს, რომელიც ზემოთ ხსენებულ კომპანიებსა და გარიგებებში ჩართულ პირებს შორის არსებობს და შესაძლოა, „ჩელსის“ სანქციებიც დააკისროს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, არის ალბათობა, „არისტოკრატებს“ ახალ სეზონში ქულები დააკლონ ან სოლიდური ჯარიმა დააკისრონ. ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება როდის დასრულდება და პრემიერ ლიგა და კლუბი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისთვის“ პრემიერ ლიგის ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება და „არისტოკრატები“ საკუთარ კედლებში „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით, 19:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ITF: ბოლქვაძე ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა და მური დაამარცხა
ITF: ბოლქვაძე ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა და მური დაამარცხა