ბაიერნი, სადიო მანე, ალ ნასრი
Aa
Aa

“ნებისმიერი ბრალდება უსაფუძვლოა“ - ბაიერნმა მანეს აგენტს უპასუხა

რამდენიმე დღის წინ, სადიო მანეს აგენტმა მიუნხენის „ბაიერნი“ რასიზმში დაადანაშაულა. „რეკორდმაისტერმა“ კი ეს ყველაფერი უყურადღებოდ არ დატოვა და შესაბამისი პასუხი გასცა.

„სადიო მანესთან კონტრაქტი ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. რასიზმში ბრალდებები, რომელსაც ახლა მისი გარემოცვა აყენებს, უსაფუძვლოა და თავიდანვე ასე იყო. ჩვენს მწვრთნელს, ტომას ტუხელს არასდროს უთქვამს მისთვის, რომ მას არასდროს გამოიყენებს.

„ბაიერნს“ მოეწონა სადიო მანე, როგორც ადამიანი და ასევე, როგორც ფეხბურთელი. სამწუხაროდ, ის მიზნები, რომლებიც ერთად დავსახეთ არ მიღწეულა. ასე ხდება ფეხბურთში. მანეს ახალ კლუბში წარმატებას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ.“

მანეს აგენტის ბრალდება:

„ვინც ევროპული ფეხბურთი იცის, ყველა მათგანმა იცის, რომ ლეროი სანე ძალიან დამთმობი ბიჭია. სადიო კი ძალიან მშვიდია. მან ეს ყველგან აჩვენა, სადაც კი ითამაშა. სანე საზღვრებს გასცდა. ბევრი არასწორი რამ ითქვა იმაზე, რაც მოხდა. ბევრი ბინძური რამ წამოვიდა გერმანული პრესიდან იმ კონფლიქტზე რაც ბიჭებს შორის მოხდა.

ისინი სადიოს წინააღმდეგ წავიდნენ და თქვეს, რომ იგი 500 ათასი ევროთი დააჯარიმეს, რაც ტყუილია .ლეროიმ სადიოს ინციდენტის შემდეგ ბოდიში მოუხადა. რატომ? რადგან მან იცოდა, რომ ეს იყო ის, ვინც გაბრაზდა. სანემ რამდენიმე მოთამაშეს დაურეკა და უთხრა: „მე სადიოს შეტყობინება გავუგზავნე და უთხარით, რომ მიპასუხოს“.

სადიომ შეტყობინება მიიღო, მაგრამ უთხრა, რომ ასეთი რამ მეტად აღარ განმეორებულიყო. სანემ სადიოს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა? დიახ, ნამდვილად. გარკვეულ დეტალებში ვერ შევდივარ. ამიტომ ვთქვი, რომ ბაიერნის მხრიდან ეს უმადურობა იყო. ეს სიგიჟეა!თუ, სანეს მანეს კანის ფერი აწუხებდა, მაშინ გამოდის, რომ ეს ბაიერნში მომუშავე პირებსაც აწუხებდათ“.

შეგახსენებთ, რომ სენეგალელი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ალ ნასრიში“ გადავიდა და კარიერას კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები