ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება კვარა | კარგი ამბავი იტალიიდან

„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა მუხლი აწუხებს და გუნდს დროებით ვერ ეხმარება. Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, „კვარაზე“ და ვიქტორ ოსიმენზეა საუბარი და იტალიური გამოცემა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

„ოსიმენი ჯერ არაა იქ, სადაც უნდა იყოს და თანაგუნდელებთან ერთად ვერ იბრძვის. 5-დღიანი მკურნალობა და შესაძლოა, ამის შემდეგაც ვერ დაბრუნდეს. ნიგერიელის მსგავსად, კვარაც ვერ თამაშობს, მაგრამ დაბრუნდება და ეს მალე მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

გეტყვით იმასაც, რომ სეზონის დაწყებამდე, „ნაპოლის“ კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელის. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო მატჩს 11 აგვისტოს გამართავს და „აპოლონს“ დაუპირისპირდება. ჯერჯერობით უცნობია, კვარაცხელია ითამაშებს თუ არა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი არსენალში ტრანსფერი რისკი იქნება“ | ბრიტანელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„მისი არსენალში ტრანსფერი რისკი იქნება“ | ბრიტანელი ჟურნალისტი ხვიჩაზე