ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

გრიგალაშვილი, შავდათუაშვილი და ტერაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვიდა, თუმცა ფინალამდე მისვლა ვერცერთმა შეძლო.

73 კგ კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი  მეოთხედფინალში უზბეკ მუროდჟონ იულდოშევთან დამარცხდა და ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო, სადაც პირველი შეხვედრა კოსოვოელ აკილ გიაკოვს მოუგო, რის შემდეგაც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე თანამემამულე გიორგი ტერაშვილი იქნება.

თავის მხრივ ტერაშვილმა ნახევარფინალური ბრძოლა ტაჯიკ ბეჰრუზ ხოჯაზოდასთან დამატებით დროში დათმო.

81 კგ-ში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასევე ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. გილერმე შმიდტმა ტატოს გაფრთხილებებით აჯობა და ფინალში გააღწია. გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იაპონელ კენია კოჰორას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი თოფურია VS ვოლკანოვსკიზე: „ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება“
დვალიშვილი თოფურია VS ვოლკანოვსკიზე: „ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება“