პეპ გუარდიოლა, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ბერნარდუს ტრანსფერი - ბარსა სიტის პირველ შეთავაზებას უმზადებს

„ბარსელონა“ ბერნარდუ სილვას ტრანსფერზე უკვე სერიოზულად მუშაობს და პირველი შეთავაზებაც მოამზადა.

Sport-ის ცნობით, „ბარსა“ „ქალაქელებს“ 65 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც ბონუსების სახით 10 მილიონიც დაემატება.

ცნობილია, რომ ბერნარდუს „ბარსელონაში“ თამაშის დიდი სურვილი აქვს, რაც კატალონიელების შანსებს ერთიორად ზრდის.

ამ თემაზე პეპ გუარდიოლამ დღეს პირველად ისაუბრა:

„გუნდში არ მინდა მყავდეს ფეხბურთელები, რომლებსაც ჩვენთან ყოფნა არ სურთ. თუმცა საჭიროა შესაბამისი შემოთავაზებები მივიღო, რომლებიც ჯერ არ მიგვიღია.

თუ, მათ ფეხბურთელის წაყვანა სურთ, ჩასხდნენ თვითმფრინავში, ჩამოვიდნენ და და ჩვენი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ“.

- განაცხადა გუარდიოლამ.

პეპ გუარდიოლამ გასულ სეზონშიც აღნიშნა, რომ ის არცერთი ფეხბურთელის გუნდში დატოვებას არ შეეცდებოდა, ვისაც მათ რიგებში თამაშის სურვილი არ ექნებოდა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ „სიტის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს ჟოაუ კანსელუს შეუთანხმდა, რომელიც დემბელეს ოფიციალურად გაყიდვის შემდეგ, „ბლაუგრანას“ უნდა შეუერთდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
17 წლის ქართველი პორტუგალიურ კლუბში - ტრანსფერზე მენდეშის სააგენტომ იმუშავა
17 წლის ქართველი პორტუგალიურ კლუბში - ტრანსფერზე მენდეშის სააგენტომ იმუშავა