ჩავი ერნანდესი, უსმან დემბელე
Aa
Aa

ზეწოლა, ლანძღვა, დაცინვა - რატომ დატოვა დემბელემ ბარსა?

დემბელეს პსჟ-ში ტრანსფერის გადაწყვეტის შემდეგ, ჩავი იმედგაცრუებული დარჩა, რომ ფრანგმა მისი ძალისხმევისა და გამოცხადებული ნდობის მიუხედავად კლუბი მაინც დატოვა.

ესპანურმა პრესამ მოიპოვა მასალები, საიდანაც ცნობილი ხდება, თუ როგორ აუხსნა დემბელემ ჩავისა და გუნდელებს პსჟ-ში მისი გადასვლის გადაწყვეტილება.

As-ის ცნობით, დემბელემ ჩავის უთხრა: „მინდა აქ დავრჩე და ტიტულები მოვიგო, მაგრამ ამის გაკეთება ჯანსაღ ატმოსფეროში მინდა“.

კლუბში ხელმძრვანელთა ზოგიერთი წევრი დემბელეს გაყიდვის მომხრე იყო. ასევე „ბლაუგრანაში“ სპორტულ დირექტორთა განყოფილებაში დეკუს მისვლის შემდეგ, უსმანის პოზიციები შესუსტდა, რადგან მეტი ნდობა რაფინიას ჰქონდა, რომელიც სწორედ დეკუს კლიენტია.

დემბელეს მიმართ ყოველთვის იყო მეტის მოლოდინი და ჩაგდებული მატჩების შემდეგ დიდი კრიტიკა.

წყაროს ცნობით, დემბელემ ჩავის ასევე უთხრა, რომ პსჟ-ში სამჯერ დიდი ხელფასის მიუხედავად, მისი იქ გადასვლა ფულის გამო არ ხდებოდა. ის კლუბის მენეჯმენტის მხრიდან თავს თავდაჯერებულად ვერ გრძნობდა. ამავდროულად ის ჩავის მისდამი დამოკიდებულებას აფასებს, რომელიც ყველა რთულ მომენტში მას მხარში ედგა.

დემბელეს არგუმენტებმა ჩავი ვერ დაარწმუნა. მწვრთნელმა მასთან შეხვედრა სრულიად იმედგაცრუებულმა დატოვა.

როგორც As-მა აღნიშნა, „ბარსელონას“ ფეხბურთელებთან ურთიერთობისას, ფრანგი უფრო მეტყველი იყო. დემბელემ პარტნიორებს განუცხადა, რომ არ სურდა ეთამაშა კლუბში, სადაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით მას ლანძღავდნენ. არ უშვებდნენ შესაძლებლობას, რომ მისთვის ზიანი მიეყენებინათ. მან ასევე თქვა, რომ სურდა ეთამაშა იქ, სადაც მას არავინ დასცინებდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დემბელეს პარიზში ელიან. პსჟ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 25 „ბარსელონას“ შეხვდება, 25 კი ფეხბურთელსა და მის აგენტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომბის დაბრუნება? ვინის ახალი როლი - ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის
რომბის დაბრუნება? ვინის ახალი როლი - ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის