საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ოფიციალურად: საბა ლობჟანიძე კარიერას MLS-ში გააგრძელებს

ბრიტანული The Athletic-ის ინფორმაციით, საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს და „ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელი იქნება.

წყაროს ცნობით, ამერიკულმა კლუბმა ლობჟანიძე „დევიდ ბექჰემის წესით“ (Designated Player Rule) დაიმატა.

რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად? 2007 წელს MLS-ში დევიდ ბექჰემის დასაინტერესებლად მათ სპეციალური წესი შეიმუშავეს, რაც კლუბებს საშუალებას აძლევდა ევროპიდან გაფორმებული ფეხბურთელებისთვის ადგილობრივ მოთამაშეებზე დაწესებულ ლიმიტზე მეტი გადაეხადათ.

MLS-ის კლუბებს შემადგენლობაში 3 ასეთი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ. „ატლანტა იუნაიტედი“ ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში „ატლანტა იუნაიტედმა" ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

28 ლობჟანიძე 2024 წლის ივნისამდე „ჰატაისპორის“ საკუთრებაა, ჰატაიში მომხდარი მიწისძვრის გამო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ქარაგიუმრუქში“ გაატარა. მას კიდევ ერთ თურქულ კლუბში, „ანკარაგიუჯუში“ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგაში 2020 წლის ზამთრიდან გამოდის, 120 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი შეასრულა. გეტყვით იმასაც, რომ „ატლანტა იუნაიტედი“ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოდის და მიმდინარე სეზონის 22 მატჩში 35 ქულა აქვს აღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომბის დაბრუნება? ვინის ახალი როლი - ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის
რომბის დაბრუნება? ვინის ახალი როლი - ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის