გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ვიცი რომ მისი შენარჩუნება რთული იქნება“ - მეცის კაპიტანი მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძის მიმართ ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბებიდან დიდი ინტერესია.

ქართველი ფორვარდის შესახებ „მეცის“ კაპიტანი მატიე უდოლი საუბრობს.

„სპორტული კუთხით ბევრად უკეთესი იქნება, თუ ის დარჩება. თუმცა ტენდენცია უფრო მეტად მისი წასვლისკენ არის მიმართული. უფრო მეტი შანსია მიქაუტაძე წავიდეს. სანამ ის აქ არის, მისი თვისებებით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ. არ ვიცი კულისებში რა ხდება, მაგრამ ვიცი რომ მისი შენარჩუნება რთული იქნება.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მისი შემცვლელი ვიპოვოთ. მას დიდებული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის უნდა შეძლო და საკუთარი შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე დაამტკიცო. ნებისმიერ შემთხვევაში მას აქვს ინდივიდუალური თვისებები, რომ პროგრესი გააგრძელოს და უფრო მაღალ დონეზე უმაღლესი მიზნებისთვის ითამაშოს“.

- ციტირებს მატიე უდოლის სიტყვებს Le10sport-ი.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის შეძენით „ლიონი“, „მარსელი“, „ბარნლი“ და „შეფილდი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზომერი ინტერში გადადის - ბაიერნმა ახალი მეკარე შეარჩია
ზომერი ინტერში გადადის - ბაიერნმა ახალი მეკარე შეარჩია