საბა საზონოვი
Aa
Aa

„ინტერესი ბევრ კლუბს აქვს“ | დინამოში საზონოვზე ისაუბრეს

მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, დმიტრი გაფინმა Sport-express-თან საბა საზონოვზე ისაუბრა. გაფინმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „ლიონს“ სურს.

„საბა საზონოვის მიმართ ინტერესი ბევრ კლუბს აქვს და ლიონი მათ შორისაა, თუმცა პრესაში გავრცელებული და იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მაქვს, ამ მომენტისთვის, ლიონს ტრანსფერების გაკეთება არ შეუძლია, რადგან ფინანსური შეზღუდვების ქვეშაა“, - განაცხადა გაფინმა.

როგორც მოგეხსენებათ, „ლიონის“ პრეზიდენტის, ჯონ ტექსტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში ფინანსური დარღვევები იქნა აღმოჩენილი და ფრანგული ფეხბურთის ფინანსების მეთვალყურე ორგანიზაციამ, DNCG-იმ გადაწყვიტა, კლუბის ტრანსფერები და სახელფასო ბიუჯეტი გააკონტროლოს. საზონოვის გაფორმებამდე, „ლიონმა“ ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ DNCG-ს უნდა გადაუგზავნოს და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, საბას გადაბირება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე საზონოვის ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია. ქართველ ფეხბურთელს მიკროტრავმა აწუხებს და მომდევნო შეხვედრაში, „კრილიასთან“ გუნდს ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არის შანსი ხვალ ითამაშოს | კვერნაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
არის შანსი ხვალ ითამაშოს | კვერნაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს