უეფას გადაწყვეტილება | იუვენტუსი კონფერენს ლიგიდან მოკვეთეს
Aa
Aa

უეფას გადაწყვეტილება | იუვენტუსი კონფერენს ლიგიდან მოკვეთეს

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ ტურინის „იუვენტუსის“ საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა. „ბებერ ქალბატონს“ ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ და „ბიანკონერის“ მძიმე სასჯელი დააკისრეს.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, „იუვეს“, 2023/24 წლების სეზონში, უეფას ეგიდით გასამართ ტურნირზე მონაწილეობა აეკრძალა. „ბიანკონერის“ კონფერენს ლიგაზე უნდა ეთამაშა, მაგრამ ტურნირს მიღმა დარჩა. ამასთან, ტურინულ გრანდს შესაძლოა, 20 მილიონი ევროს გადახდაც მოუწიოს. „იუვენტუსი“ 10 მილიონს აუცილებლად გადაიხდის, მეორე 10 მილიონის დაფარვა კი იმ შემთხვევაში მოუწევს თუ 2023, 2024 და 2025 წლების ფინანსური ანგარიშები უეფას რეგულაციებთან შესაბამისობაში არ იქნება.

საინტერესოა, რომ უეფამ გადაწყვეტილება „ჩელსის“ საქმეზეც მიიღო. „არისტოკრატებს“ არასრული ფინანსური ინფორმაციის წარდგენაში ადანაშაულებდნენ და უეფას მიხედვით, „ლურჯებმა“ ფინანსური ფეარ პლეისა და კლუბის სალიცენზიო წესები დაარღვიეს. შედეგად, მათ 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ადვოკატებმა უეფასთან ითანამშრომლეს და აღიარებით ჩვენებას მოაწერეს ხელი. ჯერჯერობით უცნობია, „იუვენტუსის“ ადგილს მერვეადგილოსანი „ფიორენტინა“ დაიკავებს თუ არა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5-წლიანი კონტრაქტი და 50 მილიონი | დემბელე პარი სენ-ჟერმენში გადადის
5-წლიანი კონტრაქტი და 50 მილიონი | დემბელე პარი სენ-ჟერმენში გადადის