გიორგი მამარდაშვილი, იან ზომერი
Aa
Aa

მამარდაშვილი და რეია - ბაიერნის ორი ფავორიტი ზომერის ალტერნატივად

BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ იან ზომერის გუნდიდან წასვლისთვის ემზადება. პოდკასტ Bayern-Insider-ში გაჟღერებული ინფორმაციით, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი იან-კრისტიან დრეზენი ზომერის ალტერნატივად ორ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილსა და დავიდ რეიას განიხილავს, თუმცა მათი სავარაუდო სატრანსფერო თანხა 25-30 მილიონი ევროა, რაც გერმანული კლუბისთვის პრობლემას წარმოადგენს.

ამ ეტაპზე გერმანული კლუბი ესპანელი მეკარის დამატებაზე მუშაობას, რომელსაც „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. „ბაიერნი“ რეიას იჯარით დამატებას განიხილავს. BILD-ის ინფორმაციით, თუ „ბაიერნი“ მამარდაშვილის ან რეიას დამატების ფორმულას მიმდინარე ზაფხულში ვერ გამონახავს, შესაძლოა სხვა მეკარეებზე გადაერთოს.

მამარდაშვილისა და რეიას გარდა „ბაიერნის“ სიაში ბონო (სევილია), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი), კამილ გრაბარა (კოპენჰაგენი), დავიდ დე ხეა (თავისუფალი აგენტი), ვოიჩეხ შჩესნი (იუვენტუსი) და დომინიკ კოტარსკი (პაოკ) არიან.

ცნობისთვის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მამარდაშვილი ბევრ კლუბს დაუკავშირეს, მაგრამ „ღამურებისთვის“ წინადადებით არავის მიუმართავს. სხვადასხვა დროს, პრემიერ ლიგის კლუბებისა და „ბაიერნის“ ვარიანტები გაჟღერდა, მაგრამ „ვალენსიას“ საკუთარ მოთხოვნებთან შესაბამისი წინადადება არ მიუღია.

როგორც მოგეხსენებათ, მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, „ვალენსია“ მზადაა, 30 მილიონად შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები