ტორპედო, აქტობე
Aa
Aa

“გამარჯვებას ვიმსახურებდით, გუშინდელ ინციდენტზე საუბარი არ მინდა“ - აქტობეს მთავარი მწვრთნელი

სარაევოს ბარიერის გადალახვის შემდეგ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის ტორპედოს მეტოქე ყაზახური აქტობეა, რომლის წინააღმდეგაც,  რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ანგარიშით - 1-4 დათმო. 89-ე წუთზე, ტორპედოს მხრიდან, ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი არაბიძეა.

მატჩის დასრულების შემდეგ, აქტობეს მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა.

ანდრეი კარპოვიჩი (აქტობეს მთავარი მწვრთნელი)

" პირველ რიგში ჩვენ გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან და საჭირო გამარჯვებას ვულოცავ. ფეხბურთელებმა ყველაფერი სწორედ შეასრულეს და შედეგიც სახეზეა. გამარჯვებას ვიმსახურებდით და კარგია,რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდა. მიუხედავად გამარჯვებისა ყველაფერი საშინაო მატჩში გაირკვევა.

ამ ეტაპზე გადრანის მდგომარეობა არ ვიცი. ის ექიმების ზედამხედველობაშია და მას ყველა საჭირო პროცედურა უტარდება. იმედია სერიოზული არაფერია. ძალიან რთულია წამყვანი მცველის დაკარგვა.

გუშინდელ ინციდენტზე საუბარი არ მინდა. მთავარია ფეხბურთელებმა გაიგეს,რომ მნიშვნელობა არ აქვს თამაშის დღეს ჩახვალ თუ არა. მთავარია მოედანზე ბოლომდე დაიხარჯო და მატჩი დადებითი შედეგით დაასრულო."

აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ აქტობეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ქართული მხარის დახმარებით მოხერხდა და ქუთაისს უშუალოდ მატჩის დღეს ესტუმრა. 

აქტობესა და ტორპედოს საპასუხო მატჩი ქალაქ აქტობეს ცენტრალურ სტადიონზე 3 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათიდან შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედოს მწვრთნელი: „არ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ყველაფერი უკვე დასრულდა“
ტორპედოს მწვრთნელი: „არ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ყველაფერი უკვე დასრულდა“