მათე გველესიანი
Aa
Aa

EJU გველესიანზე: როცა ასეთი ათლეტები გვყავს, ნათელ მომავალზე არ უნდა ვიდარდოთ

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტმა მათე გველესიანმა -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

გველესიანმა ფინალამდე დამაჯერებლად იასპარეზა და ყველა მეტოქეს აჯობა, თუმცა ფინალში მისი ოპონენტი ხორვატი ლუკა კატიჩი ტრავმის გამო ტატამზე ვერ გავიდა.

დაჯილდოების ცერემონიალისას მათე გველსიანის საქციელმა საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ქართველმა ხორვატი ვერცხლის მედალოსანი, რომელსაც ტრავმის გამო დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო, ხელში აიყვანა და კვარცხლბეკამდე ისე მიიყვანა.

ძიუდოს ევროპის კავშირი (EJU) ქართველი სპორტსმენის ამ ღირსეულ ქმედებას ასე გამოეხმაურა:

„66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მათე გველესიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ ყველაფერი ისე არ მომხდარა, როგორც მას წარმოედგინა. ფინალში ტრავმის გამო მას ხორვატი ლუკა კატიჩი ვერ დაუპირისპირდა.

დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველმა საოცარი თვისება გამოავლინა, როდესაც ხორვატი მეტოქე ხელით ატარა და პოდიუმზე ისე მიიყვანა. ძიუდო ნამდვილად მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი და როდესაც ძიუდოში ასეთი ათლეტები გვყავს, ნათელ მომავალზე არ უნდა ვიდარდოთ“.

- წერს ძიუდოს ევროპის კავშირი.

აქვე გეტყვით, რომ მათე გველესიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართულ დელეგაციას მე-3 ოქროს მედალი მოუტანა.

შოთა ბაჩოშვილმა (- 50 კგ.) ფინალში იპონით ბელგიის სახელით მოასპარეზე აშკაბ ისაიევი დაამარცხა. მერაბ სამადაშვილმა (- 55 კგ.) ფინალში ასევე იპონით იტალიელი ემილიანო ლატანცი დაამარცხა და ოქროს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტის კვარას შეძენა უნდოდა - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი
სიტის კვარას შეძენა უნდოდა - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი