ანდრე ონანა
Aa
Aa

ოფიციალურად | ანდრე ონანა მანჩესტერის ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ანდრე ონანას ტრანსფერი დაადასტურა. რამდენიმე წუთის წინ, „წითელმა ეშმაკებმა“ ვიდეო გაავრცელეს, რომლითაც გულშემატკივრებს კამერუნელი ფეხბურთელის გაფორმების შესახებ აუწყეს.

„მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა უდიდესი პატივია და მთელი ცხოვრების განმავლობაში ვმუშაობდი, რათა ეს მომენტი დამდგომოდა. უამრავი დაბრკოლება გადავლახე. ოლდ ტრაფორდზე გასვლა, კარის დაცვა და გუნდისთვის დახმარების გაწევა საოცარი გამოცდილება იქნება. ეს ახალი თავგადასვლის დასაწყისია, რომელსაც ახალ თანაგუნდელებთან და ახალი ამბიციებით გავივლი.

მანჩესტერ იუნაიტედს შესანიშნავი მეკარეები ჰყოლია და ვეცდები, უახლოეს წლებში, მემკვიდრეობა მეც შევქმნა. მოხარული ვარ, ერიკ ტენ ჰაგთან კიდევ ერთხელ მუშაობის საშუალება რომ მომეცა და ერთი სული მაქვს, კლუბის წარმატებაში ჩემს წვლილ როდის შევიტან“, - განაცხადა ონანამ.

ცნობისთვის, „ინტერი“ ონანას სანაცვლოდ 51 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსებით კი თანხა 55-მდე გაიზრდება. კამერუნელი ფეხბურთელი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა და მისი 1 წლით გახანგრძლივებაა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები