ინტერი, მანჩესტერ იუნაიტედი, ანდრე ონანა
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ონანა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია

ანდრე ონანას საგა სრულდება. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ კამერუნელმა კარის დარაჯმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და სულ მალე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ფაბრიციოს თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ანდრე ონანა „ინტერს“ გასული წლის ზაფხულში „აიაქსიდან“ შეუერთდა. კამერუნელმა მილანურ კლუბში 41 შეხვედრა ჩაატარა.

ასევე გეტყვით, დღეს 27 წლის მეკარემ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მიდის და ამისთვის მთელს თავის გამოცდილებას გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანჩესტერი დიადი კლუბია, იმედია ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ“ - ანდრე ონანა
„მანჩესტერი დიადი კლუბია, იმედია ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ“ - ანდრე ონანა