ანდრე ონანა
Aa
Aa

„მანჩესტერი დიადი კლუბია, იმედია ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ“ - ანდრე ონანა

„ინტერის“ მეკარემ, ანდრე ონანამ, რომელიც უახლოეს საათებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდება, La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. ონანამ „წითელ ეშმაკებში“ ტრანსფერი დაადასტურა და განაცხადა, რომ ახალ კლუბთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.

„ყველა მხარეს სურდა, ტრანსფერი შემდგარიყო, მაგრამ ინტერში რომ დავრჩენილიყავი, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ნერაძურიში არანაირი პრობლემა არ მქონია. მნიშვნელოვანია, პატიოსანი ადამიანი იყო და ხალხს სიმართლე უთხრა. ყოველთვის ახალი გამოწვევების ძიებაში ვარ და პრემიერ ლიგაში, მანჩესტერ იუნაიტედის დონის კლუბში თამაშზე უარის თქმა შეუძლებელი იყო.

ბრწყინვალე ჩემპიონატში გადავდივარ და დიად კლუბში ვიასპარეზებ, რომელსაც ინტერის მსგავსად, დიდი ისტორია აქვს. ნულიდან დავიწყებ და ყოველდღე მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ახალ გულშემატკივრებს ვანახო, ვინ ვარ. მინდა და იმედი მაქვს, მანჩესტერთან ერთად, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ. მოხარული ვარ, ახალ გამოცდილებას რომ მივიღებ და ვიმუშავებ მწვრთნელთან, რომელიც ჩემთვის, ნამდვილი ოსტატია“.

ცნობისთვის, „ინტერი“ ონანას სანაცვლოდ 51 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსებით კი თანხა 55-მდე გაიზრდება. კამერუნელი ფეხბურთელი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ერთი სეზონით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება მიღწეულია - ჟორდი ალბა ინტერ მაიამიში ითამაშებს
შეთანხმება მიღწეულია - ჟორდი ალბა ინტერ მაიამიში ითამაშებს