ატალანტა, მანჩესტერ იუნაიტედი, რასმუს ჰოილუნი
Aa
Aa

პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჰოილუნდი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ხანია ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაშია. „წითელი ეშმაკები“ ჰარი კეინის გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ბოლო პერიოდში მანჩესტერული გრანდი რასმუს ჰოილუნდზე გადაერთო. ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „იუნაიტედსა“ და დანიელ ფეხბურთელს შორის პირადი დეტალები შეთანხმებულია. ჰოილუნდს „მანჩესტერში“ სურს თამაში. ახლა მხოლოდ სატრანსფერო ღირებულების გადახდა არის საჭირო.

რომანოს თქმით, „წითელ ეშმაკებს“ რასმუსის ტრანსფერში 3 ფეხბურთელის ჩართვა სურდათ, რაზეც „ატალანტამ“ უარი განაცხადა. ბერგამოულ კლუბს 65-70 მილიონი ევროს მიღება სურს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის შემტევი „ატალანტას“ გასულ წელს შეუერთა. დღემდე ჰოილუნდმა იტალიური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 34-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლევანტეს MVP-ის სტატუსით უბრუნდება“ | Cope-ს სტატია ქოჩორაშვილზე
„ლევანტეს MVP-ის სტატუსით უბრუნდება“ | Cope-ს სტატია ქოჩორაშვილზე