მანჩესტერ იუნაიტედი, მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

კვირაში 325 000 ევრო - რაშფორდს სუპერ კონტრაქტი გაუფორმეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მარკუს რაშფორდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალგაზრდა ინგლისელი „წითელ ეშმაკებში“ კიდევ 5 სეზონს გაატარებს. კვირაში მისი ანაზღაურება 325 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის გარემარბს ინგლისურ გრანდთან ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურებოდა და მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა. აქედან გამომდინარე, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა თავისი ვარსკვლავის კონტრაქტი გაეუმჯობესებინა.

შეგახსენებთ, რომ რაშფორდი „იუნაიტედის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2015 წელს ჰქონდა.

2015 წლიდან დღემდე, მარკუსმა „წითელი ეშმაკების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 359-ჯერ მოირგო, 123 გოლი გაიტანა და 68 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და ნიუკასლი | ბრიტანელი ჟურნალისტი კაჭკაჭების სატრანსფერო გეგმებზე
კვარა და ნიუკასლი | ბრიტანელი ჟურნალისტი კაჭკაჭების სატრანსფერო გეგმებზე