ჰარი კეინი
Aa
Aa

პსჟ 100 მილიონს იხდის - კეინს ბაიერნი უფრო მოსწონს

ჰარი კეინისთვის ბრძოლა გრძელდება. 29 წლის ინგლისელი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურაა.

ჰარის გუნდის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი და მზადაა ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლ გუნდში გადაბარგდეს. მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი“ და პსჟ იჩენენ.

RMC Sport-ის ცნობით, პარიზელთათვის შეტევის გაძლიერების მთავარი ვარიანტი სწორედ ჰარი კეინია. მისი ტრანსფერისთვის პსჟ მზადაა ყველაფერზე წავიდეს.

გასულ კვირას პარიზელთა წარმომადგენლები ლონდონში იმყოფებოდნენ, სადაც „ტოტენჰემის“ პრეზიდენტ დანიელ ლევისთან და კეინის გარემოცვასთან მოლაპარაკებები გამართეს.

წყაროს ცნობით, პირველი წინადადებით პარიზელებმა კეინის დარწმუნება ვერ შეძლეს. კლუბი ცდილობს, რომ ინგლისელი მათი პროექტის ეფექტურობაში დაარწმუნოს, რაც ტრანსფერს დააჩქარებს.

როგორც ცნობილია, კეინისთვის უფრო მიმზიდველი „ბაიერნში“ გადასვლაა. „რეკორდმაისტერის“ შემთხვევაში პრობლემა ფინანსებია. ისინი მზად არიან ფეხბურთელს წლიურად 12 მილიონი გადაუხადონ. პარიზელები კი მეტს იხდიან, ისევე როგორც ზოგადად ტრანსფერშიც.

პსჟ მზად არის ინგლისელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო დაუფიქრებლად გადაიხადოს, რასაც „ბაიერნი“ ჯერ ვერ აკეთებს.

„ტოტენჰემი“ კეინის შენარჩუნებას და ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ცდილობს, თუმცა კლუბში ხვდებიან, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგული აქვთ და საბოლოოდ ყველაფერს თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი ოცნება იყო | ლიონს მიქაუტაძის გაფორმების შანსი პრაქტიკულად არ აქვს
მისი ოცნება იყო | ლიონს მიქაუტაძის გაფორმების შანსი პრაქტიკულად არ აქვს