ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: “ოსიმენი შემდეგ სეზონში ნაპოლის მაისურს მოირგებს“

სულ ცოტა ხნის წინ, „ნაპოლიმ“ მომდევნო სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა.

პრეზენტაციას, რა თქმა უნდა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან ისაუბრა. ერთ-ერთ მომენტში კი ვიქტორ ოსიმენის მომავალს შეეხო და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

დე ლაურენტისი:

„უკვე არაერთხელ ვთქვი. შემდეგ სეზონში ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ მაისურს მოირგებს. თუ მსუყე შეთავაზება მოვა ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ოსიმენის და კვარაცხელიას პოვნის შემდეგ, ჩვენ კიდევ ვაკვირდებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ნეაპოლში არის ლურჯი ვნება, რომელიც ჩვენს გულებში იწვის.“

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირებით „ჩელსი“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებოდნენ, თუმცა დე ლაურენტისმა 160 მილიონი ევრო მოითხოვა და არავინ გადაიხადა. საბოლოო ჯამში, ოსიმენი „ნაპოლიში“ დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კილასონია: “უელსი ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა“
კილასონია: “უელსი ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა“