“გამარჯვება დავიმსახურეთ“ - ქარსლი ფინალის მოგების შემდეგ
Aa
Aa

“გამარჯვება დავიმსახურეთ“ - ქარსლი ფინალის მოგების შემდეგ

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლი ქარსლიმ კომენტარი გააკეთა.

ქარსლი:

ჯეიმსმა აჩვენა, რომ ის უმაღლესი დონის მეკარეა. მას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. ამაში კი დიდი წვლილი ჯეიმსს მიუძღვის. ჩვენმა მეკარემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი ექნება.

რა შემიძლია ვთქვა ჩემს გუნდზე? მათ ისტორია დაწერეს. საოცრება მოახდინეს. თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ. გამიმართლა, რომ მათი მწვრთნელი ვარ. მე თავმდაბალი მოთამაშეები მყავს. ძალიან თავმდაბლები არიან და ეს მათი სწორი აღზრდის დასტურია. ესპანეთმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში არ გაუმართლა.“

შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ინგლისის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რუისმა შეასრულა.

ტრაფორდმა მისი დარტყმა მოიგერია და შემდეგ დამატებაზეც იდეალურად ითამაშა. ამ მომენტის შემდეგ კი ესპანეთმა ყველაფრის შანსი დაკარგა. ჯეიმსის წყალობით ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრაფორდი: “დილას ყველას ვუთხარი, რომ პენალტს ავიღებდი“
ტრაფორდი: “დილას ყველას ვუთხარი, რომ პენალტს ავიღებდი“