სანტი დენია
Aa
Aa

დენია: “უფრო ძლიერები დავბრუნდებით“

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტი დენიამ კომენტარი გააკეთა.

დენია:

„აბსოლუტურად ყველა ადამიანით ვამაყობ. არა მხოლოდ ფეხბურთელებით და სამწვრთნელო შტაბით, არამედ მთელი ესპანეთით. ამ ერთმა დიდმა ოჯახმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დიდებულად იმუშავა.

მთელი მატჩის განმავლობაში ესპანეთი გოლისკენ მიდიოდა, მაგრამ დღეს ჩვენი დღე არ იყო. ჩემი გუნდი კი განვითარების გზაზეა. გპირდებით, უფრო ძლიერები დავბრუნდებით და კიდევ უფრო მეტად განვითარებულები დაგხვდებით.“

შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ინგლისის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რუისმა შეასრულა.

ტრაფორდმა მისი დარტყმა მოიგერია და შემდეგ დამატებაზეც იდეალურად ითამაშა. ამ მომენტის შემდეგ კი ესპანეთმა ყველაფრის შანსი დაკარგა. ჯეიმსის წყალობით ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები