ჯეიმს ტრაფორდი
Aa
Aa

ტრაფორდი: “დილას ყველას ვუთხარი, რომ პენალტს ავიღებდი“

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მეკარემ ჯეიმს ტრაფორდმა კომენტარი გააკეთა.

ტრაფორდი:

„ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის, ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და პერსონალის გამო. აბსოლუტურად ყველა საკუთარი თავით ვამაყობთ. დღეს დილას ყველას ვუთხარი, რომ პენალტს ავიღებდი და საბოლოოდ ასეც მოხდა. ძალიან კარგი გუნდი ვართ და მჯეროდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გოლს ვერავინ გაიტანდა.“

შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ინგლისის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რუისმა შეასრულა.

ტრაფორდმა მისი დარტყმა მოიგერია და შემდეგ დამატებაზეც იდეალურად ითამაშა. ჯეიმსის წყალობით ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: “პსჟ ორად გაყოფილი და დაშლილი გუნდია“
მბაპე: “პსჟ ორად გაყოფილი და დაშლილი გუნდია“