გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„მეტოქეებისთვის სასიკვდილო იარაღი იქნება“ - სტირპე კვერნაძეზე

სერია A-ში ახლადაღზევებულმა „ფროზინონეს“ პრეზიდენტმა მაურიციო სტირპემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში თავის კლუბზე ისაუბრა და გიორგი კვერნაძის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„პირველი ტური ნაპოლისთან? სერია A იმდენად რთული ტურნირია, რომ თავს შეშინების უფლებას ვერ მივცემთ. ვერც პირველ ტურში ნაპოლისთან და ვერც მეორეში ატალანტასთან.

კვერნაძე როგორც კვარაცხელია? ჩვენ მას დიდი ხანია ვაკვირდებით. მისი დამატება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლო, თუ სერია A-ში დავწინაურდებოდით. ჩვენ ეს შევძელით. მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ ის მეტოქეებისთვის სასიკვდილო იარაღი იქნება“.

- ამბობს „ფროზინონეს“ პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს „ფროზინონე“ სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

გიორგი კვერნაძის გუნდმა წინასასეზონო მზადება 7 ივლისიდან დაიწყო. 15 ივისიდან „ფროზინონე“ ამხანაგური მატჩების გამართვასაც დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომატება შეუძლია“ | კანავარომ კვარაზე და რუდი გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა
„მომატება შეუძლია“ | კანავარომ კვარაზე და რუდი გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა